
GITA და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 14 აპრილს გიწვევთ Google-ის მიერ ორგანიზებულ ონლაინ მასტერკლასზე „ციფრული ტექნოლოგიები ტურიზმში“.
სემინარს Google-ის სერტიფიცირებული ფოტოგრაფები და ტრენერები ჩაატარებენ. მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა აიმაღლონ ციფრული უნარები Google Map-ის კორექტირებაში, ლოკაციების დამატებაში, ვიზუალიზაციასთან მუშაობაში და ტურიზმთან დაკავშირებული მოვლენების ანალიზში.
ონლაინ მასტერკლასზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება. რეგისტრაციისათვის მიჰყევით ბმულს.