საქართველოში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ – რომელშიც ერთიანდებიან შემდეგი კომპანიები: აჭარაბეთი, ევროპაბეთი, ლიდერბეთი, კრისტალბეთი, ბეთლაივი და კროკობეთი, მიიღო გადაწყვეტილება 1,000,000 ლარის ოდენობის თანხა გამოყოს Covid-19-თან საბრძოლველად. ასევე პრევენციის მიზნით, ყველა არსებული მიწის კაზინოების, ტოტალიზატორებისა და სლოტ კლუბების ფუნქციონირება შეაჩერა.
„სრულად ვიზიარებთ სოციალურ პასუხისმგებლობას და გადავდივართ დისტანციურ მუშაობაზე. ვითვალისწინებთ ყველა იმ რეკომენდაციას, რაც გასცა შესაბამისმა უწყებამ ადამიანების უსაფრთხოების დაცვის მიზნით და დროებით დაიხურა: მიწის კაზინოები, ტოტალიზატორები და სლოტ კლუბები.
მიგვაჩნია, რომ ასეთ დროს გაერთიანება და სახელმწიფოს დახმარება აუცილებელია, სწორედ ამიტომ გამოიყო 1,000,000 ლარის მოცულობის ფინანსური რესურსი, რომელიც მოხმარდება ვირუსის წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღებას.
მნიშვნელოვანია, თუ აღნიშნული გადაწყვეტილება იქნება მოტივაცია სხვა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, რადგან გვჯერა, რომ ერთობლივი ძალებით – ყველაფერი შესაძლებელია.“
აღნიშნული თანხა მიემართება, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და ბიზნესის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.