გერმანიის ეკონომიკა, რომელიც ამავდროულად ევროპის ყველაზე დიდი ეკონომიკაა, კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო შეიძლება 20%-ით შემცირდეს, აცხადებს IFO-ს კვლევითი ინსტიტუტის ეკონომისტი. პროგნოზი ეყრდნობა გერმანიის ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან წინასწარ მაჩვენებელს – ბიზნესის კლიმატის ინდექსს.
„გერმანია ეკონომიკურ შოკშია“-ამბობს IFO-ს პრეზიდენტი კლემენს ფიუსტი.
გამოთვლების თანახმად, გერმანიისთვის ეს იქნება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მძიმე რეცესია. აქამდე, ამ პერიოდში ყველაზე მძიმედ 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისი ითვლებოდა, როდესაც გერმანიის ეკონომიკის მთლიანი გამოშვება 5%-ით შემცირდა.
ეკონომიკის სტიმულურებისთვის, გერმანიის პარლამენტმა 750 მილიარდი ევროს მოცულობის ფინანსური დახმარების პაკეტი დაამტკიცა.