ევროკავშირის მიერ არაწევრი ქვეყნის მოქალაქეთათვის საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ, გერმანიამ საზღვარი ჩაკეტა ევროკავშირის 7 სახელმწიფოსთან: იტალია, ესპანეთი, ავსტრია, ლუქსემბურგი, საფრანგეთი, შვეიცარია და დანია.
ჯერ-ჯერობით უცნობია სახმელეთო, საზღვაო და ავია მიმოსვლის შეზღუდვა ევროპის სხვა ქვეყნებზეც გავრცელდება თუ არა. გერმანიის პრემიერ-მინისტრის, ანგელა მერკელის განცხადებით, II მსოფლიო ომის შემდეგ ქვეყანა ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე დგას, ამიტომაც მთავრობა მიიღებს ყველა საჭირო ზომას კორონავირუსის შემდგომი გავრცელების შესაჩერებლად.