საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.3%-ით შემცირდა | სტატისტიკის ეროვნული სამსახური

photo – Chris Liverani

სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2020 წლის იანვარ-ივლისის საგარეო ვაჭრობის წინასწარ (ექსპრეს) მონაცემებს აქვეყნებს.

მონაცემების თანახმად, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5 072.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტი 1 503.5 მილიონი, ხოლო იმპორტი 3 568.9 მილიონი აშშ დოლარია. საერთო მაჩვენებელი, გასულ წელთან შედარებით, 16.3%-ით ნაკლებია, ექსპორტი – 15.6%-ით და იმპორტი 16.5%-ით შემცირდა.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა ანუ იმპორტსა და ექსპორტს შორის სხვაობამ 2 065.4 მილიონი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.7% შეადგინა.

საგარეო სავაჭრო ბრუნვის იანვარ-ივნისის პერიოდის მაჩვენებელი, წინა ორ წელთან შედარებით, შემცირებულია, თუმცა არცერთი მაჩვენებელი (ბრუნვა, ექსპორტი, იმპორტი) მკვეთრად არ შეცვლილა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის უფრო დეტალური მონაცემებს საქსტატი 20 ივლისს გამოაქვეყნებს.