საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შეიცვალა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს გამოაქვეყნა მშენებლობის ღირებულების ინდექსის 2019 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემები. მონაცემების მიხედვით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით 1.3%–ით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან მიმართებით 2.5%–ით გაიზარდა.

აღნიშნული ზრდა ძირითადად გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დასაქმებულთა საშვალოთვიური ნომინალური ხელფასის 4.2%–იანი ზრდით, რაც ინდექსზე აისახა 1.3 პროცენტული პუნქტით.

მშენებლობის ღირებულების ინდექსი გვიჩვენებს მშენებლობის პროცესში გამოყენებული წარმოების ფაქტორების ფასების დროში ცვლილებას. გამომდინარე იქედან, რომ მშენებლობა ჩვენი ეკონომიკის ერთ–ერთი წამყვანი დარგია, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ როგორ ვითარდება ის. აღნიშნული ინდექსი მნიშვნელოვან მაკროეკონომიკურ მაჩვენებელს წარმოადგენს – ის გვეხმარება შევაფასოთ ქვეყნის საინვესტიციო გარემო და გავაკეთოთ სწორი პროგნოზი სამშენებლო სექტორთან მიმართებაში.