საქსტატი: საქართველოში საქონლით საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 16.8%-ით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოში საქონლით საგარეო ვაჭრობის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა.

2020 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 205.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.8 პროცენტით დაბალია მაჩვენებელია. ამასთანავე, 2019 წელთან შედარებით ექსპორტი 16.2%-ით, ხოლო იმპორტი 17%-ითაა შემცირებული.

2020 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი არიან.

საქართველოში როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის უდიდესი წილი დსთ-ს და ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ჩინეთია, ხოლო უდიდეს იმპორტიორ ქვეყანას თურქეთი წარმოადგენს.

საექსპორტო ათეულში სასაქონლო ჯგუფებიდან პირველ ადგილს სპილენძის მადნები და კონცენტრატები იკავებს, რომელიც მთლიანი ექსპორტის 20.9%-ს და 258.1 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. შემდგომ მოდის მსუბუქი ავტომობილები და ფეროდშენადნობები.
ხოლო უმსხვილეს საიმპორტო სასაქონლო ჯგუფში პირველ ადგილს მსუბუქი ავტომობილები იკავებს, მთელი იმპორტის 7.5%, შესაბამისად 222.8 მლნ. შემდგომ სპილენძის მადნები და კონცენტრატები და მესამე ადგილს ნავთობი და ნათობპროდუქტები იკავებს.