საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ადგილობრივი ტურიზმის 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემები გამოაქვეყნა.
2020 წლის პირველ კვარტალში ქვეყნის ტერიტორიაზე მილიონი ვიზიტი 887,2 ათასი ადგილობრივი ვიზიტორის მიერ განხორციელდა. ვიზიტორთა რაოდენობა 2019 წლის პირველი კვარტლის შესაბამის მონაცემებთან შედარებით 3,4%-ით ნაკლებია. ვიზიტთა საშუალო თვიური რაოდენობა კი 8,6%-ით შემცირდა. შემცირებულია როგორც ექსკურსიული, ისე ტურისტული ვიზიტების რაოდენობაც.
ყველაზე მეტი ვიზიტი თბილისსა და იმერეთის რეგიონში განხორციელდა. თბილისს საშუალოდ 305,1 ათასი ვიზიტორი სტუმრობდა ყოველთვიურად, ხოლო იმერეთს 178,5 ათასი.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტების 53% განხორციელდა მეგობრებისა და ნათესავების მონახულების მიზნით.
2020 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტების თვიური ხარჯები 4,5%-ით მეტია გასული წლების მონაცემებთან შედარებით. საშუალო ხარჯი გაზრდილია 10,7 პროცენტით და 122,3 ლარს უტოლდება.