2019 წელს საქართველოში საწარმოების მხოლოდ 3%-მა განახორციელა ინოვაციური ცვლილება

საქსტატი აქვეყნებს 2019 წლის ანგარიშს საწარმოთა ინოვაციური აქტივობების შესახებ. კვლევის თანახმად, გასულ წელს საქართველოში საწარმოთა მხოლოდ სამმა პროცენტმა შემოიტანა ბაზარზე ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონელი. 3.2% არის იმ საწარმოთა წილიც, რომლებმაც 2019 წელს დანერგეს ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული მომსახურება.

გრაფიკი: საქსტატი

ინოვაციური აქტივობის მაღალი წილი გვხვდება მანქანა-დანადგარებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ნაწილში – 19.3%. შემდეგ მოდის დიზაინის გაუმჯობესება (14.6%); ინოვაციურ აქტივობასთან დაკავშირებული სწავლება (13.1%) და ა.შ.