სტატისტიკის ეროვნული სამსახური საწარმოებში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით აქვეყნებს 2019 წლის ანგარიშს, სადაც მიმოხილულია საწარმოებში ინტერნეტთან კავშირის საშუალო სიჩქარე, საწარმოთა ვებგვერდების შესაძლებლობები და სოციალური მედიის გამოყენება კომუნიკაციებში.
ანგარიშის მიხედვით, საწარმოთა 94%-ს წვდომა აქვს ინტერნეტთან, მათგან 13.2 პროცენტს მხოლოდ დაბალი სიჩქარის ინტერნეტთან აქვს წვდომა და იყენებს მონაცემთა გადაცემის ისეთ ტექნოლოგიებს, როგორიცაა GSM, GPRS, EDGE და ა.შ.
2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საწარმოების მხოლოდ 18.4%-ს გააჩნდა ვებ-გვერდი, მათი უმრავლესობა კომუნიკაციის აღნიშნულ მედიუმს შემდეგი მიზნებისთვის იყენებდა: საქონლის/მომსახურების პრაის-ლისტი, ონლაინ შეკვეთები/დაჯავშნა/შეთავაზებები და ა.შ.
კომუნიკაციისთვის სოციალურ ქსელებს საწარმოთა თითქმის 64% არ იყენებდა, სხვა შემთხვევებში კი Facebook, LinkedIn და სხვა სოციალური მედია არხები საწარმოს იმიჯის შექმნას ან კლიენტის გამოხმაურებებზე რეაგირების მიზნით გამოიყენებოდა.