საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საქონლით საგარეო ვაჭრობის ექსპრეს მონაცემებს აქვეყნებს.
2020 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 4,206.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.8 პროცენტით ნაკლებია.
აღსანიშნავია, რომ ექსპორტი წინა წელთან შედარებით 16.2 პროცენტით შემცირდა და შეადგენს 1,235.4 მლნ. აშშ დოლარს, ხოლო იმპორტი შემცირდა 17 პროცენტით და შეადგენს 2,970.8 მლნ. აშშ დოლარს.
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-მაისში 1, 735.4 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.3 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემების გამოქვეყნება მიმდინარე წლის 19 ივნისისთვის იგეგმება.