საქართველო იმ 15 ქვეყანას შორისაა, რომელთაც 1 ივლისიდან ევროკავშირის სახელმწიფოებში შესვლა შეეძლებათ

Copyright AP Photo/Alessandra Tarantino

სამშაბათს ევროკავშირის დიპლომატიურმა წყარომ დაადასტურა, რომ იმ უსაფრთხო ქვეყნების სიამ, რომელშიც საქართველოც შედიოდა, ხმების საჭირო რაოდენობა მიიღო. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ჩამონათვალში 54 სახელმწიფო შედიოდა, თუმცა, ევროკავშირის გადაწყვეტილების თანახმად, შეზღუდვების მოხსნა მხოლოდ 15 ქვეყნის მოქალაქეებზე გავრცელდა.

აღნიშნულმა ნუსხამ უკვე გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა, ვინაიდან მასში არ შედის რუსეთი, ბრაზილია და აშშ – ქვეყანა, სადაც 2.6 მილიონზე მეტი დასატურებული შემთხვევა გამოვლინდა და ყველაზე მეტად დაზარალდა მსოფლიო პანდემიის დროს.

საყურადღებოა ისიც, რომ ევროკავშირმა დაუშვა ჩინეთის მოქალაქეების შესვლა ევროზონის ტერიტორიაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი ევროპის მოქალაქეებსაც ექნებათ აღნიშნულ ქვეყანაში შესვლის შესაძლებლობა. რაც შეეხება დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს, ბრექსითის გარდამავალი პერიოდის დასრულებამდე მასზე ევროკავშირის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება გავრცელდება, მათ შორის, ევროზონაში შეუზღუდავი გადაადგილების შესაძლებლობა.

ევროკავშირის განცხადებით, ზემოაღნიშნული ნუსხა ბოლო 14 დღის განმავლობაში COVID-19-ის ახალი შემთხვევების რაოდენობის, საერთო ტენდენციისა და სახელმწიფოს კრიზისთან გამკლავების უნარების მიმოხილვის საფუძველზე დამტიცდა.

იმ ქვეყნების სრული ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც 1-ლი ივლისიდან ევროპაში შესვლის უფლება ექნებათ:
ალჟირი
ავსტრალია
კანადა
საქართველო
იაპონია
მონტენეგრო
მაროკო
ახალი ზელანდია
რუანდა
სერბეთი
სამხრეთ კორეა
ტაილანდი
ტუნისი
ურუგვაი
ჩინეთი