ჯარიმა კარანტინის წესის დარღვევისთვის

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 17 მარტს იმსჯელა კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დარღვევასთან დაკავშირებით და შედეგად მოამზადა ცვლილებები, რომელსაც უახლოეს მომავალში დაარეგისტრირებს.

ცვლილება, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევა შემდეგია: კარანტინის წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.

შესაბამისი წესების დარღვევის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ოქმის შემდგენი პირი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთან ერთად უფლებამოსილია, პრევენციის მიზნით, ფიზიკური პირი საკარანტინო სივრცეში გადაიყვანოს.

აღსანიშავია, რომ საქართველოში თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში პოლიციამ 74-ზე მეტი ადამიანი გადაიყვანა, ხოლო ამ დროისთვის კარანტინში იმყოფება 1008 ადამიანი.