საქართველოში წარმოებული პირბადეები ხვალ ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა

საქართველოში წარმოებული ახალი პირბადეები ხვალ ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა.

საქართველოში დამატებითი პირბადეების წარმოება უკვე დაიწყო. სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილის” ფინანსურმა დირექტორმა, გია ლომინაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პროდუქციის პირველი პარტია მზად ხვალ იქნება.

„ნედლეული მიღებული გვაქვს და დავიწყეთ წარმოება. ხვალ დილიდან უკვე შეგვიძლია, მზა პროდუქცია მივაწოდოთ ეკონომიკის სამინისტროს“, – აღნიშნა გია ლომინაძემ.

გარდა ამისა, სამკერვალო ფაბრიკამ ეკონომიკის სამინისტროს, სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, 500 000 ახალი პირბადის უსასყიდლოდ დამზადებაც შესთავაზა.