2020 წლის 17 ივნისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ხოლო აუქციონზე საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.0383 შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. ახალი ოფიციალური კურსით კი აშშ დოლართან მიმართებით ცვლილებამ 2.39 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც, ერთი დოლარის ღირებულება 3.0404 ლარი გახდა.
ევროსთან მიმართებით კურსის ცვლილებამ 4.92 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი ევროს ფასი 3.4177 ლარი გახდა. გირვანქა სტერლინგთან კი 5.4 თეთრით გამყარდა და ახალი კურსით ერთი ფუნტის ფასი 3.8187 ლარში იანგარიშება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა COVID-19-ისა და ნავთობის ფასების ვარდნისგან გამოწვეული ეკონომიკური შოკის საპასუხოდ, პირველი სავალუტო ინტერვენცია 13 მარტს განახორციელა. მას შემდეგ სავალუტო ბაზარზე კიდევ 6 ინტერვენცია განხორციელდა, საიდანაც ოთხი $40 მილიონი დოლარის, ორი კი $20 მილიონი დოლარი იყო.
მთლიანობაში, ეპიდემიის შედეგად გამოწვეული კრიზისის ფონზე, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა $209.65 მილიონი დოლარი გაყიდა.