საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდება

საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ამასთან, 27 აპრილიდან საქართველოში იგეგმება სხვადასხვა შეზღუდვების გაუქმება. აღნიშნული გადაწყვეტილება მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე საზოგადოებას პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა გააცნო.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 27 აპრილამდე გაგრძელდა მსუბუქი ავტომობილების გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.

ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საქართველოს მთავრობა უახლოეს მომავალში ქვეყნის მოსახლეობას ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გეგმასაც წარუდგენს.

მასალა ახლდება . . .