უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, ტაქსით გადაადგილების ახალი მითითებები გაიცა.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ტაქსის მძღოლებს, მგზავრის გადაყვანის დროს, ავტომანქანის ფანჯრები დახურულ მდგომარეობაში არ უნდა ჰქონდეთ.
რეკომენდაციის თანახმად, მგზავრის მძღოლის გვერდითა სავარძელზე დაჯდომა არ შეიძლება. ტაქსში მაქსიმუმ ორი მგზავრი უნდა მოთავსდეს, ავტომანქანის უკანა სავარძელზე, ერთმანეთთან დისტანციით.
თბილისის მერია ტაქსის მძღოლებს მოუწოდებს, აღნიშნული მითითებები მკაცრად დაიცვან.