მარნეულის მერი, ზაურ დარგალი, ავრცელებს განცხადებას მარნეულის მოსახლეობისთვის.
„მარნეული კარანტინის ზონად გამოცხადდა. მიუხედავად ამისა, ქალაქში შიდა და გარე მოძრაობები დაფიქსირდა, სოფლების მიმართულებით და პირიქით. რაც მიუღებელია ჩვენთვის. საზოგადოების დახმარება ჩვენთვის იქნება, ის რომ დარჩნენ სახლში. ჩვენ უკვე ვიწყებთ ოჯახებში შესვლას და ვირუსზე ტესტირებას. ასევე მინდა გითხრათ, რომ მუნიციპალიტეტში არანაირი დეფიციტი სურსათებისა და მედიკამენტების არ იქნება.“
დარგალმა ხაზი გაუსვა მუნიციპალური ხელისუფლების მზაობას და აღნიშნა, რომ ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ყველა ზომა მიღებულია და ისინი ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინირებულად მოქმედებენ.