ქალაქ ფოთში „ლაზიკამედის“ ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს ახალგაზრდა ქალბატონი, რომელსაც 15 მარტს კონტაქტი ჰქონდა ბოლნისის მაცხოვრებელთან.
კლინიკის განცხადებით, პაციენტს აღენიშნება ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები და დაუდასტურდა პნევმონია.
,,დღეს კლინიკაში მოგვმართა პაციენტმა, რომელმაც აღნიშნა, რომ გუშინდელი დღიდან ჰქონდა ერთეული ხველა და ტემპერატურის მატება, მან ასევე აღნიშნა, რომ 15 მარტს შეხება ჰქონდა პიროვნებასთან, რომელიც იყო ბოლნისიდან, ამიტომ მოვიდა ჩვენთან ჯანმრთელობის მდგომარეობის გადასამოწმებლად. რენტგენოლოგიურად დადასტურდა პნევმონია. შევატყობინეთ ინფექციონისტებს, ეპიდემიოლოგებს, გადაყვანილ იქნა ინფექციურ საავდმყოფოში და მიმდინარეობს მასზე დაკვირვება, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხი ხვალ საღამოს გახდება ცნობილი.“