23 მარტის დადგენილებით საქართველოს მთავრობა ისეთ სოციალურ ღონისძიებებს კრძალავს, რომლებიც 10-ზე მეტი პირის თავშეყრას გულისხმობს.
ამავე ბრძანების თანახმად, იკრძალება საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა თავშეყრა 10 პირზე მეტი რაოდენობით. ამ მუხლის მიზნებისთვის საჯარო სივრცე არის როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ არსებული ნებისმიერი ადგილი, თუ იგი არ წარმოადგენს კერძო პირთა საცხოვრებელ მიზნებისთვის გამოსაყენებელ ადგილს.
აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება:
- სამედიცინო დაწესებულებებზე, საჯარო დაწესებულებებზე, თავდაცვის ძალებზე, სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებებზე, სამართალდამცავ ორგანოებზე;
- საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, თუ მათზე არ ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის დროს საქმიანობის შეჩერების მოთხოვნა;
- სამშენებლო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებაზე;
23 მარტის დადგენილებით ასევე იკრძალება 10-ზე მეტი ფიზიკური პირის თავშეყრა, მათ შორის, იმ კერძო დაწესებულებებში, რომელთა მიმართაც არ ვრცელდება საქმიანობის შეჩერების მოთხოვნა.
დოკუმენტს თანახმად, საგანგებო მდგომარეობის ვადით შეიზღუდება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეკრება ან/და მანიფესტაცია.