მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ევროპის ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეების გამოსაყვანად 7 სპეციალური რეისია დაგეგმილი. საგარე საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ინფორმაციით, მოქალაქეებს მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ჩამოიყვანენ, შემდეგი განრიგით:
- 23 მარტი: ბერლინი, გერმანია – საქართველოს ავიახაზების სპეცრეისი;
- 24 მარტი: საბერძნეთი – ეგეოსის ავიახაზების სპეცრეისი;
- 26 მარტი: ვენა, ავსტრია – საქართველოს ავიახაზების სპეცრეისი;
- 31 მარტი: ამსტერდამი, ნიდერლანდები – საქართველოს ავიახაზების სპეცრეისი;
- 3 აპრილი: ვარშავა, პოლონეთი – საქართველოს ავიახაზების სპეცრეისი;
- 7 აპრილი: ათენი, საბერძნეთი – საქართველოს ავიახაზების სპეცრეისი;
- 10 აპრილი: ლარნაკა, კვიპროსი – საქართველოს ავაიხაზების სპეცრეისი.
მინისტრის განცხადებით, მთავრობის დავალებით სპეცრეისებზე ბილეთის ფასი $199-ზე მეტი არ უნდა იყოს.