რა ტიპის ბიზნეს-საქმიანობა იქნება ნებადართული საკარანტინე ზონებში

განსაკუთრებული საკარანტინო ღონისძიების მიუხედავად, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ბიზნეს ოპერატორებს მაინც ექნებათ საშუალება გააგრძელონ საქმიანობა, თუმცა მკაცრად კონტროლირებად სიტუაციაში. განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ქალბატონმა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაევალა აღრიცხონ ამ მუნიციპალიტეტებში მოქმედი საწარმოები და ეცნობოთ მათ დამატებითი შეზღუდვების და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.

მინისტრის განცხადებით, შეზღუდვა სავარაუდოდ არ შეეხება სამრეწველო საწარმოებს, წიაღისეულის გადამამუშავებელ ქარხნებს, ასევე სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის მწარმოებლებს.