მთავრობის დადგენილებით საქართველოში საგანმანათლებლო პროცესი 2020 წლის 21 აპრილამდე შეჩერდა. შეზღუდვა არ ეხება დისტანციურ სწავლებას.
საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ადმინისტრაციებს მიეცათ მითითება 21 აპრილამდე გადავიდნენ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე, გარდა კრიტიკულად მნიშვნელოვანი აუცილებლობისა.
საქართველოში ასევე იკრძალება ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია, სემინარი, გარდა დისტანციური ფორმისა.
ავტორიზაციისა და აკრედიტაციის დებულებებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოებების, ასევე პროფესიული მომზადების და პროფესიული გადამზადების და პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დისტანციურად, კომუნიკაციის თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ვადები შეჩერებულად ჩაითვალოს საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე.