საქართველოში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ხვალიდან ქვეყნის მასშტაბით იკრძალება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მიმოსვლა. აღნიშნული გადაწყვეტილება ახლახან გახდა საზოგადოებისათვის ცნობილი.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 24 მარტიდან იზღუდება ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მიმოსვლა, მათ შორის სარკინიგზო მგზავრობა. აღნიშნული შეზღუდვა ასევე ეხება მატარებელსაც. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად ვირუსის შემდგომი გავრცელების თავიდან აცილება სახელდება. განცხადებისას აღინიშნა, რომ ქვეყანაში არსებული სიტუაცია მოითხოვს დროული და ეფექტური ღონისძიებების გატარებას.