მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები ჩაიკეტა

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი 00:30 საათზე გაიმართა. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები გადაიყვანა მკაცრი კარანტინის რეჟიმში.

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში:

  • იზღუდება შესვლა და გამოსვლა;
  • იხურება ყველა ობიექტი;
  • ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები;
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება;
  • იზღუდება გადაადგილება მუნიციპალიტეტებს შიგნით (ნებადართულია მხოლოდ საკვების, წამლების და სამედიცინო დახმარების მიზნით გადაადგილება)

მუნიციპალიტეტში წესრიგს დაიცავს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უახლოეს მომავალში მოეწყობა საველე ჰოსპიტალიც.