საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-6 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა, დაადასტურა.
გარდაცვლილი პაციენტი 83 წლის მამაკაცი იყო მძიმე ქრონიკული პათოლოგიებით.
„სამწუხაროდ, ბატონს, რომელიც იყო ტერმინალურ მდგომარეობაში, დღეს დაუფიქსირდა სიკვდილი. ასაკით გახლდათ 83 წლის, ქრონიკული პათოლოგიებით, ანამნეზში იყო გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია. ჩატარებული ექოსკოპიური კვლევის შედეგად, ყველა სარქვლის ნაკლოვანებით იყო აღნიშნული პაციენტი. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, დღეს დილით დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, – განაცხადა ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.