საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის 1 იანვარის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 3.7 მილიონია. აღნიშნული მონაცემი 0.2%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
საქართველოს რეგიონები მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით, შემდეგნაირად გამოიყურება:
- ქ. თბილისი – 1.2 მილიონი
- იმერეთი – 0.48 მილიონი
- ქვემო ქართლი – 0.43 მილიონი
- აჭარა – 0.35 მილიონი
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 0.31 მილიონი
- კახეთი – 0.31 მილიონი
- შიდა ქართლი – 0.26 მილიონი
- სამცხე-ჯავახეთი – 0.15 მილიონი
- გურია – 0.11 მილიონი
- მცხეთა-მთიანეთი – 0.09 მილიონი
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.02 მილიონი
საქართველოს მოსახლეობის 59% საქალაქო ტიპის დასახლებაში ცხოვრობს. ქალაქში მცხოვრები მოსახლეობის 52.5% კი ქვეყნის დედაქალაქშია თავმოყრილი.
აღსანიშნავია, რომ გაიზარდა სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა და 2020 წლის 1 იანვრისთვის აღნიშნული მაჩვენებელი მამაკაცებისთვის 69.8 წელია, ხოლო ქალებისთვის 78.4.