საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მიმართულებით მდგომარეობა გაუარესდა

დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის სამინისტრომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც მსოფლიო მასშტაბით მიმოიხილავს სახელმწიფოებში დემოკრატიისა და ადამიანების უფლებათა დაცვის ხარისხს.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ადამიანების უფლებათა დაცვის მხრივ, სიტუაცია მნიშვნელოვნადაა გაუარესებული. ამის მიზეზი კი, რამდენადაც ანგარიშშია აღნიშნული, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონთა საქმიანობაში ხშირი ჩარევაა.

ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან გამშვები პუნქტების დახურვის განგრძობადმა ტენდენციამ გამოიწვია დაძაბულობისა ზრდა, გახშირებული დაკავებათა შემთხვევები, მკაცრი შეზღუდვების დაწესება გადაადგილების თავისუფლებასთან მიმართებით. ეს ყველაფერი კი, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, გავლენას ახდენს მაცხოვრებელთა განათლებაზე, საარსებო საშუალებებსა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე. ანგარიში, ასევე, იუწყება, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავაც გრძელდება ეთნიკურ ქართველთა და სამოქალაქო საზოგადოების წევრთა დისკრიმინაცია და დაშინება.