ჟენევის საავტომობილო შოუს ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, 2021 წლით დათარიღებული ღონისძიება გაუქმდა. საერთაშორისო ავტობაზრობა 2021 წლის მარტში უნდა ჩატარებულიყო, გაუქმების მიზეზად კი კომპანია ავტომობილების ბრენდებისა და გამოფენებთან დაკავშირებით საზოგადოების მოთხოვნის მკვეთრ შემცირებას ასახელებს.
2020 წელს არაერთი საერთაშორისო ღონისძიების გაუქმება Covid-19-ის ეპიდემიას უკავშირდება. ჟენევის საავტომობილო შოუს ამ წლის ღონისძიება დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გაუქმდა. გასულ ორშაბათს, ღონისძიების ორგანიზატორებმა, შოუს გაუქმებასთან ერთად ასევე დააანონსეს, რომ ახლო მომავალში შოუს აქტივების გაყიდვასაც გეგმავენ.
ჟენევის საავტომობილო შოუს მსგავსად, წელს ასევე გაუქმდა სხვა ავტოშოუებიც, მათ შორის ნიუ–იორკსა და დეტროიტში დაგეგმილიც. თუმცა, მათ შეძლეს მომსახურების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა და მომხმარებლისათვის მომსახურების ონლაინ რეჟიმში შეთავაზება.
ჟენევის საერთაშორისო საავტომობილო შოუ შვეიცარიის ყველაზე მასშტაბური საზოგადოებრივი ღონისძიებაა. იგი ყოველწლიურად ნახევარ მილიონზე მეტ ვიზიტორს იზიდავს. პროექტის ფინანსური შემოსავალი წელიწადში 200 მილიონი შვეიცარიული ფრანკს შეადგენს, რაც დაახლოებით 210 მილიონი დოლარია.