საინვესტიციო ბიზნესის ჰოლდინგური კომპანია Georgia Capital-ის დირექტორთა საბჭოში ახალი წევრი დაინიშნა – მარია ჩატი-გუტიე დირექტორთა საბჭოს დამოუკიდებელი წევრი იქნება. ის შეუერთდება საინვესტიციო, ნომინირებისა და ანაზღაურების კომიტეტებს. ამავდროულად ჩატი-გუტიე ჯგუფის სამეთვალყურეო წევრის პოზიციასაც დაიკავებს.
„მოხარულები ვართ, რომ მარია ჩვენს საბჭოს შემოუერთდა. მისი 25-წლიანი გამოცდილება მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს ჯგუფის მომავალი განვითარებისთვის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საბჭოში ქალი წევრების რაოდენობა იზრდება, რაც ნათლად მიუთითებს იმ მაღალ სტანდარტზე, რომელიც კორპორაციული მართვის მიმართულებით გვაქვს.“ – ირაკლი გილაური, Georgia Capital-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი.