დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, სპეციალურ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ვადა 10 მაისამდე გახანგრძლივდა.
“მივმართავ პრეზიდენტს, მოუწოდოს პარლამენტს, ეს ზომები უნდა მივიღოთ სასწრაფოდ, ეს არის აუცილებლობა, ქვეყანაში სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების დონეზე გადავედით”, – განაცხადა გახარიამ.
გარდა ამისა, ქვეყნის 4 მსხვილ ქალაქში – თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში მთავრობამ საკარანტინო შეზღუდვები გაამკაცრა – 15 აპრილიდან ამ ქალაქებში შესვლა და გამოსვლა 10 დღით აიკრძალა.