
ამერიკელი ბიზნესმენი, Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი COVID-19-ის ვაქცინის შესაქმნელად საკუთარი ფონდიდან 7 ახალ საწარმოს დააფინანსებს. აღნიშნული გადაწყვეტილება გეითსების ფონდს შესაძლოა რამდენიმე მილიარდი დოლარი დაუჯდეს.
The Daily Show-ს ანონსში, რომელიც პარასკევს გამოვიდა, ბიზნესმენი აღნიშნავს,რომ მის საქველმოქმედო ორგანიზაციას Gates Foundation უფრო სწრაფად შეუძლია რესურსების მობილიზება, ვიდრე ამას მთავრობა აკეთებს.
გეითსის ვარაუდით, დაფინანსება დააჩქარებს პროცესებს. მიუხედავად იმისა, რომ შერჩეული 7 კანდიდატიდან მხოლოდ ორი იყო მისი ფავორიტი, გეითსმა გადაწყვიტა ყველა დაეფინანსებინა, ვინაიდან თანმიმდევრულად ყველა პოტენციური ვაქცინის გამოცდის დრო აღარ იქნებოდა.
ბილმა და მელინდა გეითსებმა უკვე გაიღეს $100 მილიონი კორონავირუსთან საბრძოლველად.