ნონა გაფრინდაშვილმა წარმატებულად იასპარეზა ბუქარესტში გამართულ ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატზე და 8.5 ქულით ჩემპიონის ტიტული მეშვიდედ მოიპოვა (1995, 2009, 2014, 2015, 2016, 2018, 2019).
ნონა გაფრინდაშვილის წარმატებული კარიერა XX საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო, სწორედ ამ პერიოდში მანდ ხუთჯერ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული მსოფლიო პირველობაზე.
- 1962: ნონა გაფრინდაშვილი vs ელისაბედ ბიკოვა
- 1965: ნონა გაფრინდაშვილი vs ალა კუშნირი
- 1969: ნონა გაფრინდაშვილი vs ალა კუშნირი
- 1972: ნონა გაფრინდაშვილი vs ალა კუშნირი
- 1975: ნონა გაფრინდაშვილი vs ნანა ალექსანდრია
1978 წელს ნონა გაფრინდაშვილი გახდა პირველი ქალი მოჭადრაკე, ვისაც დიდოსტატის წოდება მიენიჭა.