ტექნოლოგიურმა კომპანია სამსუნგმა და მოდის ბრენდმა Thom Browne საზოგადოებას წარუდგინეს ახალი სმარტფონი, რომელიც შეზღუდული რაოდენობით დამზადდება. Galaxy Z Flip Thom Browne Edition ტექნოლოგიური კომპანიის ახალი სერიის Galaxy Z Flip სერიის ერთ-ერთი მოდელია. აღნიშნული მოწყობილობა სამსუნგისთვის მეორე დასაკეცი სმარტფონია, თუმცა წინა მოდელისგან განსხვავებით მისი ეკრანი ამჯერად მინისგან არის დამზადებული.
„აღნიშნული მოდელი ზუსტად ისე შევქმენით, როგორც მე ვქმნი საკუთარ კოლექციებს. ინდივიდუალურობა, პროპორციულობა და ესთეტიკურობა – ეს არის ხელოვნებისა და ტექნოლოგიის სრულყოფილი შერწყმა.“ – ტომ ბრაუნი
მოხმარებლებს მოწყობილობის შეძენისას ყუთში სმარტფონთან ერთად დახვდებათ Galaxy Watch Active2, Galaxy Buds+ და ტომ ბრაუნის საკულტო სტილში შესრულებული ტყავის ქეისი.
„ ტომთან მუშაობამ შესაძლებლობა მოგვცა ჩვენი სმარტფონი კიდევ უფრო სასურველი გაგვეხადა მომხმარებლებისთვის, რისი მიღწევაც სამსუნგის უახლესი ტექნოლოგიური ინოვაციებისა და ტომის ესთეტიკური ხელწერის გაერთიანებით გახდა შესაძლებელი.“ – სტეფანი ჩოი, სამსუნგის ვიცე პრეზიდენტი
შეზღუდული რაოდენობის Galaxy Z Flip Thom Browne Edition-ის წინასწარი შეკვეთა შესაძლებელი იქნება 14 თებერვლიდან. მობილური მოწყობილობის ოფიციალური გაყიდვები კი მარტში დაიწყება.