„იყო ლიდერი,იგივეა რაც იყო მშობელი“, ასეთი რამ გააჟღერა ლარს სუდმენმა საკუთარ Ted Talk-ის გამოსვლაში. ყველას გვაქვს მიახლოებითი წარმოდგენები იმაზე, თუ როგორები ვიქნებოდით მაშინ, თუკი გუნდს ჩაგვაბარებდნენ. როგორი შესანიშნავი უფროსები ვიქნებოდით და როგორ მივუთითებდით ყველას თავიანთ შეცდომებზე. თუმცა, როგორც კი ამ როლს ვირგებთ, ვხვდებით, რომ რეალობა ჩვენს წარმოდგენებს არ ემთხვევა.
ლარს სუდმენის პირველი ლიდერული გამოცდილებაც კრახით დასრულდა, ვინაიდან ის სრულიად უმნიშვნელო საკითხებზე ამახვილებდა ყურადღებას და მითითებებიც არავინ შეასრულა. რამდენიმე თვის შემდეგ ის მიხვდა, რომ საკუთარ თავს ეწინაღმდეგებოდა და ებრძოდა ისეთ თვისებებს, რომელიც ყველა ლიდერისთვის აუცილებელია. მისი რწმენით, ძალაუფლების მქონე ადამიანის პოზიციაში ყოფნა (ლიდერად, უფროსად ყოფნა) გაფიქრებინებს, რომ შენ მხოლოდ უნდა მართო ადამიანები, ხოლო პრობლემების წინაშე მარტო დატოვო. როგორც ჩანს, ლარს სუდმენმა ამ პრობლემის გადაწყვეტა, კომპანია “Visa Сredit Сard”-ის დამფუძნებლის, დი ჰოკის სიტყვებში იპოვა: „თუ აპირებ რომ მართო, შენი დროის 40 პროცენტი საკუთარი თავის მენეჯმენტს დაუთმე“.
სამი რჩევა, რომელიც სუდმენმა აუდიტორიას გაუზიარა, შემდეგია:
გახსოვდეთ თქვენი ნაკლოვანებები
ზუსტად უნდა იცოდეთ რა შეხედულებები, მისწრაფებები და სისუსტეები აქვთ თქვენს თანამშრომლებს. ასე შეძლებთ უფრო ახლოს გაიცნოთ ისინი, რაც თანამშრომლობის პროცესს უფრო გაამარტივებს. გუნდისა და საკუთარი სისუსტეების ცოდნა ყველაზე მეტადაა საჭირო მაშინ, როდესაც სამომავლო ნაბიჯებს ვგეგმავთ.
იფიქრეთ ყოველდღიურ გამოწვევებზე
ყოველდღე 5-10 წუთი დაუთმეთ იმაზე ფიქრს რა გამოწვევები გელით დღეს და ხვალ. ხართ თუ არა მზად თქვენს გუნდთან ერთად გაუმკლავდეთ ამ გამოწვევებს.
მართეთ ემოციები
არ აქვს მნიშვნელობა რამდენად დიდ ან პატარა საქმეში ხართ ჩართული, ყოველთვის შეგხვდებათ ისეთი თანამშრომელი, პარტნიორი ან მომხმარებელი, რომელიც გაგაბრაზებთ, გაგაღიზიანებთ ან გამოგიწვევთ. სუდმენის რჩევით, ასეთ დროს ლიდერი ამ პრობლემას ასე უნდა გაუმკლავდეს: “Argh! Stop doing this!” (შეწყვიტე!). მუდმივად იყავით საკუთარი ემოციების შესაფასებლად მზად. იფიქრეთ, ღირს თუ არა ეს ამად და რამდენად იმოქმედებს გუნდის წევრებზე თქვენი ემოციური არამდგრადობა.
ამ რჩევების გაზიარება დაგვეხმარება გავხდეთ უკეთესი ლიდერები, თუკი გვსურს საერთოდ ვიყოთ ლიდერები, უკეთესი გუნდით და უკეთესად შესრულებული საქმით.
წყარო: IDEAS.TED