დისნეი Frozen-ის მოკლემეტრაჟიან სერიებს გვთავაზობს

Image Credits to Walt Disney Animation Studios

დისნეის ანიმატორი ჰაირომ ოსმონდი და მსახიობი ჯოშ გადი გაერთიანდნენ, რათა ცნობილი ანიმაციური ფილმის Frozen-ის მიხედვით ახალი მოკლემეტრაჟიანი სერიები შექმნან. აღნიშული იდეა სახლში მყოფი ბავშვების გართობასა და გამხიარულებას ემსახურება და პროექტის ფარგლებში შექმნილი სერიების ნახვა თითოეულ ჩვენგანს Youtube-ზე შეეძლება.

სერიებს სახელად „At Home with Olaf“ ერქმევა და მოგვიყვება ცნობილი ანიმაციური ფილმის პერსონაჟის ოლაფის ახალი თავგადასავლების შესახებ. კომპანიის განცხადებით, ეს სრულიად ახალი ციფრული სერიებია, რომლის პირველი სერიაც მიმდინარე კვირაში გამოვიდა. ჯერჯერობით უცნობია სერიების ციკლის გამოშვების ზუსტი სიხშირე.