რატომ დააჯარიმა საფრანგეთმა Apple 1.2 მილიარდი დოლარით

Photo by Alexandr Bormotin

საფრანგეთის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა Apple 1.2 მლრდ. დოლარით დააჯარიმა. აღმოჩნდა, რომ კომპანია თავის ეკონომიკურ ბერკეტებს აიფონების, მაკბუქებისა და სხვა მოწყობილობების გადამყიდველთა წინააღმდეგ ბოროტად იყენებდა.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული კომპანია აქტიურად ბლოკავდა დამოუკიდებელ პრემიუმ გადამყიდველებს ფასების დაწევითა და იძულებით, რომ პროდუქცია მათაც იმავე ფასად გაეყიდათ, რა ფასადაც Apple-ის ოფიციალური არხები ყიდდნენ.

Apple-ის პროდუქციის ორი უმსხვილესი მოვაჭრე – Tech Data და Ingram Micro ასევე დაჯარიმდნენ ჯამში 156 მილიონი დოლარით.

,,Apple და მისი ორი დისტრიბუტორი შეთანხმდნენ არ შეჯიბრებოდნენ ერთმანეთს და თავიდან აერიდებინათ დისტრიბუტორთა კონკურენცია ერთმანეთში, ამგვარად, განედევნათ ბაზრიდან ყველა სხვა მოთამაშე“ – ნათქვამია საფრანგეთის საბაზრო კონკურენციის სამსახურის განცხადებაში.

საფრანგეთის შესაბამისმა სამსახურმა ერთი წლის წინ კომპანია Google-საც დაუწესა 166 მილიონი დოლარის მოცულობის ჯარიმა, თუმცა 1.2 მილიარდი კვლავაც რეკორდული თანხაა.