Warning: file_get_contents(http://www.geoplugin.net/json.gp?ip=18.191.182.51): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 429 Too Many Requests in /home/irakli/web/www.forbeswoman.ge/wp-includes/load.php on line 1112
FP: ჩინეთს COVID-19-ის არა 80,000, არამედ 640,000 შემთხვევა ჰქონდა • ForbesWoman

FP: ჩინეთს COVID-19-ის არა 80,000, არამედ 640,000 შემთხვევა ჰქონდა

Photo Credits to REUTERS/Aly Song

Foreign Policy-ის ცნობით, ჩინეთის ერთ-ერთი უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზიდან ინფორმაციამ გაჟონა – ქვეყანას COVID-19-ით ინფიცირების მინიმუმ 640,000 შემთხვევა ჰქონდა. ეს რიცხვი გაცილებით მაღალია პეკინის მიერ ოფიციალურად დასახელებულ მონაცემებზე, რომლის მიხედვითაც ჩინეთში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა ჯამურად 80,000-ს შეადგენს.

ჩინეთის სახელმწიფო თავდაცვის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული პროგრამა, საიდანაც მონაცემები გამჟღავნდა, ცხადყოფს, რომ კომუნისტური სახელმწიფო მალავს საკითხთან დაკავშირებულ ნამდვილ ინფორმაციას.

ინფიცირებულთა დაფიქსირებისა და გადაადგილების მონაცემებზე დაყრდნობით, შემთხვევათა რაოდენობა 640,000-ზე მეტია, სამოძრაო არეალი კი 230 ქალაქს შემოწერს თებერვლის დასაწყისიდან აპრილის ჩათვლით.

ამერიკული სამთავრობო სააგენტოების მტკიცებით, ჩინეთი არ ასაჯაროებს ნამდვილ მონაცემებს და ართულებს ვირუსის წარმომავლობასთან დაკავშირებულ გამოძიების პროცესს.