Fortnite-მა კომპიუტერული თამაშებიდან პოლიციის მანქანები ამოიღო

photo: PATRICK T. FALLON/BLOOMBERG NEWS

ცნობილმა კომპიუტერულმა თამაშმა Fortnite საკუთარი ვიდეორგოლებიდან პოლიციის მანქანების ამოღება დაიწყო. Wall Street Journal-ის ახალი რეპორტაჟის თანახმად, თამაშების შემქმნელმა და გამომცემელმა მიზანმიმართულად მოხსნა პოლიციის ყველა მანქანა, პოპულარული Battle Royale-ის თამაშიდან. ცვლილება ერთგვარი პასუხია მოძრაობა Black Lives Matter-ის განახლებული საპროტესტო აქციებზე.

Fortnite მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თამაშია, მას მაისის მდგომარეობით 350 მილიონზე მეტი მოთამაშე ჰყავს. თამაშში პოლიციის მანქანები, ძირითადად, დეკორატიული დანიშნულების იყო და მოთამაშეები მას არ იყენებდნენ. მათი უმოქმედობა ბოლო პერიოდში საზოგადოების განხილვის საგნად ხშირად იქცა, აქცენტი კი ძირითადად ერთი კითხვის გარშემო ტრიალებდა – იყო თუ არა ეს ყოველივე პოლიტიკურად მოტივირებული.

“მე არ ვიტყოდი, რომ ეს ცვლილება პოლიტიკურია შინაარსისაა. ვფიქრობ, რომ ჩვენ უბრალოდ მგრძნობიარე ვართ იმ საკითხების მიმართ, რომელსაც უამრავი ადამიანი განიხილავს ”, – ნათქვამია თამაშის შემქმნელის, დერენ საგის განცხადებაში.

ვიდეოთამაშების ინდუსტრიის ზოგიერთმა უმსხვილესმა კომპანიამ, ასევე, გამოთქვა მხარდაჭერის სურვილი მოძრაობისთვის Black Lives Matter. Epic Games-ის მსგავსად, Activision-მა გადადო Call of Duty: Modern Warfare და Warzone-ის მეოთხე სეზონის გამოშვების თარიღი. ასევე, დროებით გადაიდო კომპანია Sony-ის მიერ PlayStation 5-ის გამოშვების თარიღიც.