საავტომობილო კომპანია Ford სასუნთქ აპარატებს დაამზადებს

საავტომობილო კომპანიამ Ford განაცხადა, რომ სასუნთქ აპარატებს დაამზადებს. შესაბამისი სამუშაოები 20 აპრილიდან დაიწყება და 100 დღის ვადაში კომპანიას 50 000 აპარატი ექნება მზად. აღნიშნული გადაწყვეტილება საავტომობილო კომპანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც COVID-19-ის პანდემიასთან ერთად მკვეთრად გაიზარდა სასუნთქ აპარატებზე მოთხოვნა.

“ფორდი” ითანამშრომლებს კომპანიასთან GE Healthcare, რომელიც მას სასუნთქი აპარატების მოდელებს შესთავაზებს. როგორც ცნობილია, აპარატებს არ დასჭირდებათ ელექტრო ენერგია და ჰაერის წნევით იმუშავებენ.

„Ford გამოიყენებს თავის მწარმოებლურ შესაძლებლობებს, რათა სწრაფად შექმნას პროდუქცია, GE Healthcare კი გაუზიარებს მას სამედიცინო გამოცდილებას“

1500 სასუნთქი აპარატი საავტომობილო კომპანიას აპრილის დასასრულისათვის ექნება მზად, 12 000 – მაისის ბოლოსთვის, 4 ივლისისთვის კი – 50 000. ამ საქმის შესასრულებლად, როგორც Ford-ში ამბობენ, 500 ადამიანი დამატებით დასაქმდება.