
29 მარტს, საქართველოს ყველაზე გავლენიანი ბიზნესგამოცემა – Forbes Georgia – 2025 წლის ქალთა კონფერენციას უმასპინძლებს. Forbes Women Conference 2025 ლიდერი ქალების გაძლიერებასა და მათი მიღწევების წარმოჩენას მიეძღვნება. ღონისძიება ერთ სივრცეში მოუყრის თავს წარმატებულ ქალებს, რომლებიც საქართველოს მომავალს ქმნიან.
კონფერენციის მიზანი იმ ქალების წარმოჩენაა, რომლებიც სხვადასხვა სფეროში ტრანსფორმაციული ცვლილებების სათავეში დგანან. ისინი საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას, შთამაგონებელ ისტორიებთან ერთად, დამსწრე საზოგადოებას გაუზიარებენ.
ღონისძიების ფორმატი
ღონისძიება Publica-ს საკონფერენციო სივრცეში ჩატარდება და 19:00 საათზე გაიხსნება. უშუალოდ კონფერენცია ორ სცენას მოიცავს: PechaKucha Night Stage და Forbes Women Stage.
PechaKucha პრეზენტაციის ცნობილი ფორმატია, რომელიც უმეტესად სურათებზე ორიენტირებულ, დინამიკურ თხრობას გულისხმობს. PechaKucha-ს ფარგლებში ექვსი ანტრეპრენიორი ქალი ისაუბრებს საკუთარი ბიზნესისა და პროფესიული გამოცდილების შესახებ.
მეორე სცენა Forbes Women-ის პანელურ დისკუსიას დაეთმობა, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ყველაზე გავლენიანი ლიდერი ქალები მიიღებენ. დისკუსიის მთავარი თემები ლიდერობა, ინოვაციები და თვითგანვითარება იქნება. პანელი მოიცავს ინტერაქციულ სესიასა და აუდიტორიის ჩართულობას კითხვა-პასუხის ფორმატში.
პანელური დისკუსიის შემდეგ საღამო ნეთვორქინგით გაგრძელდება Publica-ს სივრცეში.
რატომ უნდა დაესწროთ?
- მოუსმენთ საინტერესო ლიდერებს ინდუსტრიების ფართო სპექტრიდან
- მიიღებთ რჩევებსა და ინსპირაციას
- დაესწრებით დინამიკურ და დასამახსოვრებელ პრეზენტაციებს
- მონაწილეობას მიიღებთ ინტერაქციულ სესიაში
- ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა არაფორმალურ გარემოში ნეთვორქინგისათვის და ახალი კონტაქტების დასამყარებლად.
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ აქ: