Forbes Georgia | 30 Under 30-ის გამარჯვებული ქალები

18 აპრილს ყველაზე გავლენიანმა ბიზნეს-გამოცემამ Forbes Georgia 2020 წლის Forbes 30 Under 30 გამარჯვებულები გამოავლინა. პროექტმა განახლებული კატეგორიების მიხედვით გამოარჩია ის 30 წლამდე ახალგაზრდები, რომლებსაც განსაკუთრებული მიღწევები აერთიანებთ.

Forbes Woman Georgia წარმოგიდგენთ პროექტის გამარჯვებულ ქალებს:

კულტურა

  • ელენე კაპანაძე

thewhynotgallery.com – ციფრული გალერეა, თანადამფუძნებელი 

  • ნინი ჭანტურია

NS STUDIO, არქიტექტურისა და დიზაინის სტუდია – დამფუძნებელი

ტექნოლოგიები

  • ნინო ნანიტაშვილი

სტარტაპ ეკოსისტემა – ციფრული განვითარების და სტარტაპ ეკოსისტემის კონსულტანტი

  • ნათია სვანიძე

ციფრული ბანკი სფეისი – ციფრული პროდუქტების განვითარება, უფროსი მენეჯერი

მეწარმეობა

  • სალომე ზურაბიშვილი

სიდა/გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი – აღმასრულებელი დირექტორი

მეცნიერება

  • თინათინ ახვლედიანი

CEPS ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრი – მკვლევარი

  • ლელა ოქრომელიძე

კლინიკა მაიო, აშშ – მკვლევარი რადიოლოგიის დარგში

  • ანა გოგოლაშვილი

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსის ლაბორატორიის მენეჯერი, ქიმიის აკადემიური დოქტორი

მედია

  • ანანო ბაკურაძე

Movement, ციფრული თხრობის პლატფორმა – დამფუძნებელი

  • ნატა კიზივაძე

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი – მარკეტინგის და პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

  • ნუკა შევარდნაძე

ციფრული ბანკი სფეისი – ბრენდის, მარკეტინგისა და მომხმარებელზე ზრუნვის გუნდის ხელმძღვანელი

  • ანა ღვინეფაძე

ფარმკაპიტალი/მიოლერის პარტნიორი კავკასიაში – საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი

სპორტი

  • მერი არაბიძე

მოჭადრაკე

  • ნინა თიბილაშვილი

მოფარიკავე