კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად ფრენები მსოფლიო მასშტაბით ნელ-ნელა იზღუდება. გამონაკლისი ამ მხრივ არც საქართველოა.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) განახლებადი ინფორმაციის თანახმად, თბილისის აეროპორტიდან გაფრენა შესაძლებელი შემდეგ ქალაქებში: სტამბოლი, შარჟა, დუბაი, თელ-ავივი, ერევანი, ალმაატა, ათენი, ნურ-სულთანი, რიგა, აქთაუ, ბაჰრეინი, ამსტერდამი, შარმ ელ შეიხი, ანკარა, ბერლინი, ვენა, პარიზი, ტაშკენტი, მიუნხენი, ვარშავა და კიევი. რაც შეეხება გაუქმებულ მიმოსვლებს, ამ მხრივ ხანგრძლივ შეზღუდვას GCAA არ გვატყობინებს – გაუქმდა 18 მარტის რეისი დოჰას მიმართულებით, 17 მარტის რეისი მინსკის მიმართულებით და ამავე დღის ფრენა ვარშავის მიმართულებით.
ქუთაისის აეროპორტის ფრენებზე კი მეტად გავრცელდა აკრძალვა. ყველა მიმართულებით შეიზღუდა ფრენა და ერთადერთი ქალაქი, რომელშიც ამ პერიოდში გაფრენა შესაძლებელია, ბუდაპეშტი გახლავთ. აეროპორტში განმარტავენ, რომ ფრენები ორი კვირის განმავლობაში, 18 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით შეჩერდება.
ბათუმის აეროპორტი მგზავრებს მიიღებს 3 ქალაქიდან. ესენია: ბაქო, მინსკი და სტამბოლი. აღსანიშნავია, რომ ამჟამად დაწესებული მგზავრობის შეზღუდვა ბათუმისაკენ დაგეგმილ ფრენებს არ შეეხო, რადგანაც ჩამოთვლილ 3 ქალაქში კორონავირუსის პრობლემა მწვავედ არ დგას.