საფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც საშეღავათო პერიოდს გვთავაზობენ

Photo by Kanan Khasmammadov

ახალი ტიპის კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების შედეგად წარმოშობილმა პრობლემებმა და შეზღუდვებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა უამრავი დასაქმებულის, მცირე მეწარმისა თუ დიდი კომპანიების შემოსავლები და მათი გადახდისუნარიანობა უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში.

ეროვნულ ბანკთან კონსულტაციის შემდეგ, სხვადასხვა ტიპის საფინანსო ორგანიზაციებმა გაავრცელეს განცხადება, რომლის თანახმადაც, მომდევნო სამი თვის განმავლობაში ბანკები და სხვა საფინანსო ორგანიზაციები ფიზიკურ პირებს, მეწერმეებსა და კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხის გამო დაზარალებულ სხვა კომპანიებს შესთავაზებენ სესხის პროლონგაციას, ე.წ. საშეღავათო პერიოდს. ამ დროის განმავლობაში მსესხებლებს არ მოუწევთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულების დაფარვა, როგორც ძირის, ისე პროცენტის – აღნიშნული თანხა სამთვიანი პერიოდის გასვლის შემდეგ ან დარჩენილ თვეებზე გადანაწილდება, ან ყოველთვიური გადასახადის მოცულობის შენარჩუნების მიზნით სამი თვით გადაიწევს სესხის დახურვის თარიღი.

საბანკო და სხვა საფინანსო ორგანიზაციების პირობები სესხის პროლონგაციასთან მიმართებაში განსხვავებულია. გთავაზობთ საფინანსო ორგანიზაციების სიასა და მათ ოფიციალურ განცხადებებს, ყველა სხვა კონკრეტულ საკითხზე კი ორშაბათიდან უნდა მიმართოთ თქვენს ბანკებს.