ესპანეთის სამეფო ოჯახი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ესპანეთის მეფე ფილიპე მეექვსე უარს ამბობს მამისგან, ხუან კარლოს პირველისგან, ნებისმიერი სახით მომავალი მემკვიდრეობის მიღებაზე. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ ყოფილ მონარქს შეუწყდება ყოველწლიური დაფინანსებაც, რომელიც 2018 წლის მონაცემებით დაახლოებით 200 ათას ევროს შეადგენდა.
სამეფო ოჯახმა გადაწყვეტილება მიმდინარე ფინანსურ გამოძიებას დაუკავშირა. შვეიცარიის პროკურატურა, 2008 წლის შემდეგ, ესპანეთის სამეფო ოჯახის წევრს ოფშორულ ზონაში ფულის უკანონო გადარიცხვას ედავება. შვეიცარიული გამოცემის „Tribune de Geneve“ მიხედვით, ოფშორულ ზონაში თანხა 88 მილიონი ევროს ოდენობით, ქრთამის სახით საუდის არაბეთის ყოფილი მეფის ანგარიშიდან გადაირიცხა.
შეგახსენებთ, რომ 1975 წელს ხუან კარლოს I ესპანეთის სამეფო ტახტზე ავიდა, მას შემდეგ რაც ფრანსისკო ფრანკოს დიქტატურა დასრულდა. 2014 წელს იგი გადადგა ვაჟის, ფილიპეს სასარგებლოდ.