ფინეთის პრემიერ-მინისტრი  სამუშაო საათების შემცირების წინადადებით გამოდის

ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი სამუშაო საათების შემცირების წინადადებით გამოდის. ამასთან დაკავშირებით მან განცხადება ორშაბათს გააკეთა და აღნიშნა, რომ პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით, საჭიროა შემცირდეს დღიური რვასაათიანი მუშაობის პერიოდი.

მარინი ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრად დანიშვნამდე ემხრობოდა ექვსსაათიანი სამუშაო დღის შემოღებას. იმისათვის, რომ ხსენებულმა წინადადებამ კანონიერი ძალა შეიძინოს, მას მოუწევს ოთხი პარტია დაარწმუნოს ცვლილების საჭიროებაში.

„ჩვენ უნდა გაგვაჩნდეს მკაფიო ხედვა და კონკრეტული ნაბიჯები იმისათვის, რომ ფინეთმა შეძლოს შემცირებული სამუშაო საათებიდან მომავალი გამოწვევების დაძლევა და ფინელი დასაქმებულებისათვის უკეთესი სამუშაო ცხოვრების შექმნა. სიმდიდრე, რომელიც გაზრდილი სამუშაო პროდუქტიულობიდან მოდის, უნდა გადანაწილდეს არამხოლოდ მესაკუთრეებსა და ინვესტორებზე, არამედ უბრალო დასაქმებულებზეც.“ – განაცხადა 34 წლის ლიდერმა პარტიულ სხდომაზე.

მარინმა ასევე ხაზი გაუსვა მთავრობის სამომავლო გეგმას, განათლებაში ინვესტირების შესახებ და მიზანს, რომ 2035 წლისთვის ფინეთი კარბონ-ნეიტრალურ ქვეყნად იქცეს.

მარინი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრია, ის ფინეთის მთავრობას 2019 წლის დეკემბრიდან უდგას სათავეში.