ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერება სკოლებში

Deutsche Internationale Schule Tbilissi

ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების საკითხების ეროვნულ სასწავლო გეგმაში ინტეგრაციასთან დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა გადამზადების პროექტის განხორციელება დაიწყო.

პროექტი გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის (SBFIC) მხარდაჭერითა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ჩართულობით ხორციელდება და მისი მიზანია ხელი შეუწყოს პედაგოგთა პროფესიულ განვითარებას ეკონომიკურ-ფინანსური განათლების მიმართულებით, რაც მათ საშუალებას მისცემს, მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით დაგეგმონ და განახორციელონ ინტერაქტიული გაკვეთილები.

2020 წლის ბოლომდე პროექტის ფარგლებში სამოქალაქო განათლების 600-მდე პედაგოგი გადამზადდება.

„ბავშვები და ახალგაზრდები ფინანსური განათლების ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნე ჯგუფია და ამ მიმართულებით ეროვნული ბანკი არაერთ აქტივობას ახორციელებს. თუ დღემდე ეს აქტივობები, ძირითადად, არაფორმალური განათლების გზით ხორციელდებოდა, წელს პირველად, მოსწავლეები ამ საკითხებს უკვე სკოლაშიც შეისწავლიან.“ – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.