FIABCI-Georgia-ს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის ქართულ წარმომადგენლობას ორი წლის განმავლობაში ლიკა ქარდავა უხელმძღვანელებს.
ლიკა ქარდავა Property Georgia-ს დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორია. ის ასევე აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო დონორების მიერ მხარდაჭერილ სამშენებლო კლასტერის განვითარების პროექტებში. მისი მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აერთიანებს საბანკო, უძრავი ქონებისა და დეველოპერული კომპანიების მმართველ პოზიციებს.
გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით FIABCI-Georgia-ს მმართველი გუნდი შემდეგნაირად დაკომპლექტდა:
- ლიკა ქარდავა – პრეზიდენტი
- ნუცა აბრამიშვილი – ვიცე-პრეზიდენტი
- ქეთი ტაბატაძე – CEO
ორი წლით გაუხანგრძლივდა უფლებამოსილება დირექტორთა საბჭოს არსებულ შემადგენლობას:
- ნოდარ ადეიშვილი
- აკაკი სონგულია
- ირაკლი კილაირიძე
- ირაკლი ყაჭეიშვილი
- მარიამ დემურია
- მარიამ ასათიანი
FIABCI უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციაა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლობას აერთიანებს. FIABCI-ის ქართული წარმომადგენლობა 2019 წელს დაფუძნდა და ის დარგის 28 პროფესიონალს აერთიანებს.