საქართველოში რეგისტრირებული დიზაინერები საერთაშორისო ონლაინ შოურუმებში მიიღებენ მონაწილეობას, – ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ გაავრცელა.
პროექტით დაინტერესებულმა პირებმა მომართვის ფორმა უნდა შეავსონ. შემოსული განცხადებები განიხილება ინდივიდუალურად და პასუხს კანდიდატები ათი დღის ფარგლებში მიიღებენ.
პროექტი ხორციელდება ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) თანადაფინანსებით.