Facebook-მა რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ყალბი ანგარიშები და გვერდები წაშალა

Facebook-მა განაცხადა, რომ მათ გამოავლინეს ყალბი ანგარიშების სამი ქსელი, რომლებსაც რუსული სადაზვერვო სამსახური ჰაკერული თავდასხმების შედეგად მოპოვებული დოკუმენტებით მანიპულაციისათვის იყენებდა.

Photo Credits to REUTERS/Dado Ruvic

კომპანიაში აცხადებენ, რომ გამოვლენილი ყალბი ანგარიშები უკავშირდება იმ ორგანიზაციებს, რომლებიც შეერთებული შტატების ოფიციალური პირების მიერ დადანაშაულებულნი არიან 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში.

ბრალდებების შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. უწყებაში ხშირად აცხადებენ, რომ რუსეთი არ ერევა სხვა სახელმწიფოების შიდა პოლიტიკაში.

Facebook-ის კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ არ არსებობდა დაჰაკული დოკუმენტების გამომჟღავნების არანაირი მტკიცებულება, თუმცა მათ გადადგეს პრევენციული ნაბიჯი, რათა შეეჩერებინათ არჩევნებზე რაიმე სახით ზემოქმედების შესაძლებლობა.

ყალბი ანგარიშების მოქმედების მთავარი სამიზნე გახლდათ არა მხოლოდ აშშ და დიდი ბრიტანეთი, არამედ ახლო აღმოსავლეთის რეგიონის სახელმწიფოები, ასევე უკრაინა, ბელარუსი და საქართველო.